კატალოგი
ყველა კატეგორია

წინასაარჩევნო პერიოდში, ხაშურში მეოთხე კონცერტი იმართება – ამჯერად ხარჯი 5 000 ლარია

17 ოქტომბერი 2024 56

ხაშურში მორიგი კონცერტი 18 ოქტომბერს გაიმართება. ამჯერად, ხაშურის მერია ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის კონცერტს აფინანსებს და ამისთვის ბიუჯეტიდან 5 000 ლარს ხარჯავს. 

კონცერტი მუსიკალური სკოლის დარბაზში 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას მაია დათუნაშვილი გაუძღვება და დასწრება თავისუფალი იქნება“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

წინასაარჩევნო პერიოდში ეს უკვე მეოთხე კონცერტია, რომელიც ხაშურში იმართება. გამართული მუსიკალური ღონისძიებებიდან 3-ის ხარჯს სრულად ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს.

კერძოდ, სექტემბერში მერიამ ხაშურში სიმღერისთვის “ფორტეს” 6 000 ლარი გადაუხადა. “ხაშურ-ქალაქობის” გალა კონცერტზე სიმღერისთვის “ღამის შოუს ბენდმა”, “აფხაზეთმა” და DJ EMZEM-მა 28 500 ლარი მიიღო. 18 ოქტომბრის კონცერტისთვის კი 5 000 ლარი დაიხარჯება. 

რაც შეეხება მეოთხე კონცერტს, 30 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გია ნიკოლაძემ და მარიტა როხვაძემ მიიღო. 

კომენტარები

მენიუ
დარეგისტრირდით ჩვენ საიტზე

და მიიღეთ 10 ₾ თქვენ საბონუსე ანგარიშზე

შედით ან დარეგისტრირდით

დარეგისტრირდით ჩვენ საიტზე

და მიიღეთ 10 ₾ თქვენ საბონუსე ანგარიშზე

რეგისტრაცია

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს მომხმარებლებს უკეთესი მუშაობის უზრუნველსაყოფად. საიტის შემდგომი გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამას. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე cookie -ის გამოყენების პოლიტიკა

გასაგგებია
აუქციონი დასრულებულია
წუთი
წამი
არჩეულია
დამატება
აუქციონი დასრულებულია
ძველი პარამეტრები
ყველა პარამეტრი
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ გვერდის წაშლა?