კატალოგი
ყველა კატეგორია

ხაშურის N1 სკოლის მასწავლებელი ნინო წერეთელი სტაჟირებას აშშ-ში გადის

17 ოქტომბერი 2024 57

ხაშურის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი სტაჟირებას აშშ-ში გადის. ნინო წერეთელს ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიეცა – ის  JEEM საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის ერთობლივი გაცვლის სტიპენდიის ფინალისტია.

“როგორც JEEM სტიპენდიის გაცვლითი პროგრამის ფინალისტი, მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნისას, შესაძლებლობა მაქვს დავაკვირდე სასწავლო პროცესის დინამიკას, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებში, ჩავერთო პედაგოგიურ დისკუსიებში და შევისწავლო ისეთი განათლების მოდელები, რომლებიც სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს ეფუძნება“, – გვითხრა წერეთელმა. 

მენტორი მასწავლებლის თქმით, პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: 

  • განმავითარებელი შეფასების მეთოდების გაცნობა, რომლებიც მხარს უჭერს სტუდენტის მუდმივ ზრდას;
  • სოციალურ-ემოციური სწავლება (SEL), რომელიც ეხმარება სტუდენტებს, მართონ ემოციები, დასახონ პოზიტიური მიზნები და განივითარონ ემპათია და უნარები;
  • ტექნოლოგიების ინტეგრაცია სტუდენტების ჩართულობის და ინდივიდუალური სწავლების გასაუმჯობესებლად, სწავლების უფრო დინამიური და ინკლუზიური პროცესის შესაქმნელად. 

“ეს გამოცდილება საშუალებას მაძლევს დავინახო, თუ როგორ ფუნქციონირებს განათლების სისტემა სხვადასხვა დონეზე, ადრეული ასაკის განვითარებიდან დაწყებული უმაღლესი განათლებით დამთავრებული, როგორ უწყობს ხელს თითოეული ეტაპი სტუდენტების საერთო განვითარებას, მათ აკადემიურ და სოციალურ უნარებს”.

ნინო წერეთელი დარწმუნებულია, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის პროფესიულ საქმიანობაში და მეტად ეფექტიანს გახდის მის კომუნიკაციას როგორც მოსწავლეებთან, ისე კოლეგებთან. 

“განმავითარებელი შეფასების ტექნიკების და სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) პრაქტიკის გაზიარებას ჩემს კოლეგებთან, რაც დაეხმარება მათ უფრო პასუხისმგებლიანი და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნაში, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას ახალი ან ნაკლებად გამოცდილი მასწავლებლებისთვის, რათა დავეხმარო თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაში, კულტურული გაცვლითი პროგრამების შექმნას, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ კავშირი სხვა ქვეყნების თანატოლებთან, რათა გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. მიხარია, რომ შევძლებ ამ ინოვაციური პრაქტიკების საქართველოში გამოყენებას და მუშაობას დინამიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.”

ინფორმაციისთვის, საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის ერთობლივი გაცვლითი პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს, რათა ჩაერთონ თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებში და განათლების პრაქტიკებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

მენიუ
დარეგისტრირდით ჩვენ საიტზე

და მიიღეთ 10 ₾ თქვენ საბონუსე ანგარიშზე

შედით ან დარეგისტრირდით

დარეგისტრირდით ჩვენ საიტზე

და მიიღეთ 10 ₾ თქვენ საბონუსე ანგარიშზე

რეგისტრაცია

ეს საიტი იყენებს ქუქი-ფაილებს მომხმარებლებს უკეთესი მუშაობის უზრუნველსაყოფად. საიტის შემდგომი გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ამას. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე cookie -ის გამოყენების პოლიტიკა

გასაგგებია
აუქციონი დასრულებულია
წუთი
წამი
არჩეულია
დამატება
აუქციონი დასრულებულია
ძველი პარამეტრები
ყველა პარამეტრი
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ გვერდის წაშლა?