უსაფრთხოების პოლიტიკა
მიზანი
უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს “khashuri.shop”-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ.
წინამდებარე უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს khashuri.shop – ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, khashuri.shop -ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (უსაფრთხოების პოლიტიკა) წარმოადგენს khashuri.shop -ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინების განმარტება:
საიტი – ვებ გვერდი khashuri.shop
კომპანია – ვებ გვერდის khashuri.shop -ს მფლობელი კომპანია, ინდ.მ ზურაბ სამხარაძე (57001054364)
პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
khashuri.shop მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
არსებობს მომხმარებლის თანხმობა.
მონაცემთა დამუშავება საჭიროა infinity.ge -ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
Გაგაცნობთ პერსონალურ ინფორმაციაზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით khashuri.shop -ს დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. Ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც khashuri.shop მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მარკეტინგის მიზნებისთვის. აღნიშნულ გვერდზე ყველა იმ მეთოდოლოგიას და გზას, თუ როგორ გამოიყენება აღნიშნული ინფორმაცია და როგორ შეგიძლიათ ასევე დაიცვათ თავი.
არასრულწლოვანი პირები
ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება
ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.
მომხმარებლის ვალდებულება:
მომხმარებელი ვალდებულია khashuri.shop -ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.
Ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება khashuri.shop -ს წარმოეშვება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში.
ამ ინფორმაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი:
თქვენი თანხმობა;
სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
კანონიერი ინტერესები;
კანონიერი მოვალეობა.
რეგულაციებთან შესაბამისობა
ინფორმაციის გავრცელება:
khashuri.shop თქვენი ნებართვის გარეშე არ უმხელს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას იტოვებს ელ.ფოსტასა და საიტზე მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, შეკვეთის სტატუსების, ინტერნეტ–პროექტების, ცვლილებების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ. თქვენ შესახებ ინფორმაცია, შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისათვის. სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებსა და ვინაობას. მაგალითად, „საიტზე რეგისტრირებულია 15 000 მომხმარებელი“.
ვის შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები:
პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჭიროებებსა თუ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ:
ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
ავტომატურად შენახული ინფორმაცია Cookies
Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ იგი.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა:
თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ შერჩეული პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით, ტელეფონის ნომრით. “khashuri.shop”-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გასცეს თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებზე, თუ ამას საქართველოს მოქმედი კანონდებლობა მოითხოვს.
რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
Ჩვენ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია შევინახოთ 10 წლამდე ვადით, რათა შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში. Როგორიცაა, და არა მხოლოდ: საჩივრებზე მტკიცებულებებისთვის, შესრულებული პირობის მტკიცებულებისთვის, შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის მისაღებად.
ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში
“khashuri.shop” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუმცა ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება ვებსაიტის მომხარებელს უშუალოდ ვებსაიტის საშუალებით, ამავე გვერდზე.
თქვენი გადაწვეტილება
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ვებსაიტის მომსახურებას.
თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების, დაგვიკავშირდით admin@khashuri.shop-ზე.